სანჩესი სავარაუდოდ სამ კვირაში დაბრუნდება

სანჩესი სავარაუდოდ სამ კვირაში დაბრუნდება

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა უკვე დაიწყო ვარჯიში ზედმეტი დატვირთვის გარეშე, იტყობინება მადრიდული გამოცემა "მარკა". ფეხბურთელი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. გუშინ მან "სიუტატ ესპორტივაზე" ძუნძულში გაატარა დრო. "ბლაუგრანას" ექიმების აზრით, ჩილეელი უკვე სამ კვირაში შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას.

"მე ყველა მოცემული რჩევა უნდა გავითვალისწინო და განვაგრძო მკურნალობა იმისათვის, რომ კვლავ შევუდგე გუნდთან ერთად მუშაობას. ვნახოთ როგორ წარიმართება ყველაფერი. ვიმედოვნებ, ექიმების ნათქვამი გამართლდება და მაქსიმუმ სამ კვირაში დავბრუნდები." -განაცხადა სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსისმა ტრავმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღო, სადაც "ბლაუგრანა" "რეალ სოსიედადს" სტუმრობდა და მის გასვლამდე 2:0 იგებდა კიდეც, ხოლო საბოლოო ანგარიშ 2:2 დაფიქსირდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.