ბოლოსწინა ვარჯიში ”რასინგთან” მატჩამდე
გუნდმა პარასკევს ღამით ბოლოსწინა ვარჯიში ჩაატარა ”რასინგთან” გასამართ მატჩამდე, რომელიც ”ნოუ კამპზე” ხვალ, ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიწყება. გვარდიოლას განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იყო.
”ბარსელონამ” პარასკევს ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე ”რასინგზე” ფიქრებში გაატარა. სანაკრებო მატჩებით განოწვეული შესვენების შემდეგ ”ბარსელონა” უბრუნდება ლა ლიგას და ”ნოუ კამპზე” ხვალ ”რასინგს” მასპინძლობს.
18 ფეხბურთელი
მას შემდეგ, რაც გუშინ გვარდიოლას განკარგულებაში სამხრეთ ამერიკელი ფეხბუთელები დაბრუნდნენ გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუშინდელის მსგავსად დღევანდელ სესიაში 18 ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
სესკ ფაბრეგასი ასევე იმყოფებოდა მოედანზე, სადაც ასრულებდა აღდგენით ვარჯიშებს. მასთან ერთად იყო მეორე ტრავმირებული ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი, რომელმაც მასზე 1 დღით ადრე დაიწყო მინდორზე ვარჯიში.
გუნდი ”რასინგთან” გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]