აბიდალი: "დაუღალავად ვშრომობ, რათა მწყობრში რაც შეიძლება ადრე დავბრუნდე"
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი განაგრძობს აღდგენით სამუშაოებს, რათა დიდ ფეხბურთში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. იტყობინება ესპანური პრესა.
ფრანგი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ძალებს არ იშურებს.
"განვაგრძობ მუშაობას, რათა მწყობრში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ძალიან მალე შევხვდებით მეგობრებო !" - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე და Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ექიმების პროგნოზით აბიდალი მოედანზე გასვლას შობის დღესასწაულამდე შესძლებს. ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ ამას გაცილებით ადრე მოახერხებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]