კუპერი: "არავის არ აქვს "ბარსელონას" დამარცხების ფორმულა"

კუპერი: "არავის არ აქვს "ბარსელონას" დამარცხების ფორმულა"

 

სანტანდერის "რასინგის" მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა კიდევ ერთხელ აქო და ადიდა კატალონიის "ბარსელონა" და თქვა, რომ არ არსებობს გუნდი, რომელსაც მათი დამარცხების ფორმულა გააჩნიათ.

 

"არ არსებობს გუნდი, რომელსაც გააჩნია ფორმულა, რომლის მეშვეობითაც დაამარცხებს "ბარსელონას". ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო მათ წინააღმდეგ, არის სრულად დახარჯვა. შენ შენი თამაში უნდა ითამაშო და არ უნდა დაუშვა შეცდომა, თორემ ასეთ მატჩებში ერთი პატარა შეცდომაც უკვე წაგების ტოლფასია. მსოფლიოს წამყვან კლუბებსაც კი არ შეუძლიათ კატალონიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჩემს ბიჭებს ვერაფერს მოვთხოვ." -ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში სწორედ "ბარსელონა" და "რასინგი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.