პრანდელი: "არ არსებობს ფორმულა, რომელიც ლიონელ მესის შეაჩერებს"

პრანდელი: "არ არსებობს ფორმულა, რომელიც ლიონელ მესის შეაჩერებს"

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ფორმულა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს შეაჩერებს, საუბარია ლიონელ მესიზე.

"ძალიან მშვიდად დამეძინება, რადგან ვიცი, რომ არ არსებობს ფორმულა, რომელიც ლიონელ მესის შეაჩერებს, ის ბრწყინვალეა.

არგენტინელი იმის მტკიცებულებაა, რომ თუ ხარ ნიჭიერი, მიზანდასახული და მებრძოლი, ისტორიას აუცილებლად შეცვლი.

ყველა ბავშვს უნდა, რომ იყოს მესი, ისინი სწორედ ისეთ წარმატებულ კარიერაზე ოცნებობენ, როგორიც ლეოს აქვს. ვამაყობ, რომ მას დავუპირისპირდები.

ვეცდებით მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ და მატჩი ტაქტიკურად კარგად ჩავატაროთ.

როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოდიხარ, ხვდები, რომ გაგიჭირდება, მაგრამ უნდა იცოდე თუ როგორ გაურთულო სიტუაცია მათ საჭირო მომენტში."
- დაასრულა პრანდელიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lukacule
    სტუმარი [?]
    #3 22 ოქტომბერი 2016 17:41
    0
    chkviani kaci chans :-D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ოქტომბერი 2016 16:11
    0
    ჩეზარეს ენაცვალოს დედამისმა smile მშვენივრად ჩამოაყალიბა კაცმა მისი სათქმელი smile
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2016 11:45
    0
    მესის მარტო ტრასმა თუ შეაჩერებს მეტი არაფერი