ტოტალური ფეხბურთის სამი დეკადა
ტოტალური ფეხბურთი 40–ან წლებში უნგრეთის ნაკრებში დაიბადა. იმავე წლებში იგივე სქემა "აიაქსმა" გამოიყენა.
რინუს მიხელსი - მსოფლიო ფეხბურთის გენია. ვერც გვარდიოლა, ვერც მაურინიო და ვერც ფერგიუსონი მის სახელს ჩრდილში ვერ მოაქცევენ მხოლოდ ერთი მეზეზის გამო: სამივე მწვრთნელი რინუსის გამოგონებებს იყენებს. "ტოტალური ფეხბურთი" და "ხელოვნური თამაშგარე" ეს ის ორი შედევრია, რომელიც მიხელსის ერთ ჰემისფეროში დაიბადა.
ყველა კარგ მასწავლებელს უნდა ჰყავდეს კარგი მოსწავლე.რინუსის "ფრიადოსანი" იოჰან კრუიფი გახლდათ. "მფრინავ ჰოლანდიელს" ასეთი სტილით თამაში იმდენად ჰქონდა სისხლში, რომ თავის სამწვრთნელო კარიერაში სხვაგვარ სტილს წარმატება არ ჰქონია.
რინუსი:" ამ სტილისთვის საჭიროა უნივერსალური ფეხბურთელები. მეკარის გარდა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს პოზიცია. იდეალური მონაცემის გარდა, ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო ინტელექტი. ნახევარმცველი უნდა ხვდებოდეს იმას, რომ თუ მცველმა პოზიცია დაკარგა, მისი ადგილი თავად უნდა შეავსოს. მოთამაშემ უნდა იცოდეს მოძრაობა ბურთით და მის გარეშე."
კრუიფის "კარგი მოსწავლეობა" მხოლოდ მისი საფეხბურთო მონაცემებით არ განისაზღვრებოდა :"თანამედროვე ფეხბურთი უნდა იყოს გამარჯვებისა და სილამაზის შერწყმა. სწრაფი შეტევა ბევრ პრობლემას აგვარებს. მეკარეზე ზეწოლა დაცვის ხაზში არეულობას იწვევს, ერთი სიტყვით, გავლენა მოახდინეთ მატჩის მსვლელობაზე." - დამეთანხმებით, რომ კრუიფს მხოლოდ ძლიერი ფეხები არ ჰქონია..
მიხელსი "ბარსელონაშიც" მოვიდა, მაგრამ წარმატებული კარიერა ნამდვილად არ ჰქონია. სამაგიეროდ სწორედ მისი ინიციატივით აღმოჩნდა "მფრინავი ჰოლანდიელი" "ბარსელონაში". ვფიქრობ, კატალონიელებმა ლეო მესის კი არა რინუს მიხელსის ძეგლი უნდა დადგან.
1974 წელს მიხელსი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. სწორედ ამ თარიღიდან იღებს სტარტს ლეგენდა, რომელიც ლამაზი ფეხბურთის კრახზე მოგვითხრობს. სწორედ აქ დასრულდა რინუსის ტოტალური ფეხბურთის პირველი დეკადის თავგადასავალი.
P.S. თუ მოგეწონათ შემდეგ ორ დეკადასაც შემოგთავაზებთ..
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]