ტოტალური ფეხბურთის სამი დეკადა

ტოტალური ფეხბურთის სამი დეკადა

მას შემდეგ, რაც ჰოლანდიამ გერმანიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი წააგო, ყველა ფიქრობდა, რომ "ტოტალური ფეხბურთი" დავიწყებას მიეცემოდა. იმ დროისთვის ასეც მოხდა. "სტაფილოსფერები" აღარ თამაშობდნენ იმ სტილით, რომელმაც 70-იან წლებში გულშემატკივარი მოხიბლა. რონის მიხელსსმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თავად "გამომგონებელმაც" დაკარგა რწმენა ამ სტილისადმი. ასეთ სიტუაციაში არავინ ფიქრობდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც დაბადებული იყო, რათა "ტოტალური ფეხბურთი" ერთ ლამაზ პოეზიად გადაექცია..

 

იოჰან კრუიფი "ბარსადან" ტიტულებით დატვირთული ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წელს წავიდა. დაბრუნდა "აიაქსშიც" სადაც ვარსკვლავების ახალი თაობა წამოვიდა, მაგრამ ეს დაშორება მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. მაშინ ბევრს გაუჩნდა შეკითხვა: ყველა ტიტულის მქონე ფეხბურთელი რატო უნდა დაბრუნებულიყო უკან "ბარსელონაში"?  გულის სიღრმეში იოჰანმა ყოველთვის იცოდა, რომ დაბრუნდებოდა. მას ერთი უმაღლესი მწვერვალი დარჩა დასალაშქრი, სადაც მოძრაობა რინუს მიხელსმა წამოიწყო და კრუიფს უნდა გაეგრძელებინა. მისი მიზანი: გახდეს "ბარსელონა" "ტოტალური"...

 

როგორ შევქმნათ ოცნების გუნდი?  მოვიყვანოთ კლუბში ერთ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელი - ძირეულად ეს პასუხი არასწორია. ბევრად უკეთესია გყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თავად მოარგებ სქემასა და ტაქტიკას. 

 

იოჰან კრუიფი "ბარსელონას" მწვრთნელან 1988 წელს დანიშნეს. პირველი შენაძენი იყო ჰოლანდიელი რონალდ კუმანი. ნომინალური მცველი, რომელმაც 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა. რაში სჭირდებოდა კრუიფს მცველი, რომელიც უტევს (გაგახსენდათ დანი ალვესი?)? იგივე კითხვა გაუჩნდა კუმანსაც, კრუიფი კი ჰოლანდიელს სახლში ყოველდღე აკითხავდა და არწმუნებდა იმაში, რომ რონალდ კუმანი საჭირო ფეხბურთელია. საბოლოოდ არც ისე ფუჭად. კუმანი გახდა "ბარსელონას" გადამწყვეტი ფეხბურთელი და სიმბოლო. სწორედ აქედან იღებს სათავეს "ტოტალური ფეხბურთის" მეორე დეკადა. 

 

"ბარსელონა" თამაშობდა ლამაზად, მაგრამ შედეგი არც ისე სახარბიელო იყო. 1989/1990 წლების სეზონში "ბარსელონამ" ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. იოჰანი ყოველ მატჩში ახალ ტაქტიკასა და სქემას სთავაზობდა მაყურებელს. ხელმძღვანელობამ კი წაუყენა ულტიმატუმი ტიტული ან უმუშევრობა. იოჰანმა კი დაიკაპიწა მკლავები და შედეგმაც არ დააყოვნა. ახალი სეზონის დაწყებამდე "ბლაუგრანაში" სამი ფეხბურთელი მოვიდა: მიქაელ ლაუდრუპი, ხრისტო სტოიჩკოვი და ხონ ანდონი გოიკოეჩეა. საბოლოოდ არცერთი ფეხბურთელი თავის პოზიციაზე არ თამაშობდა. 

 

"ბარსელონა" იმ დროისთვის განსხვავებულ სქემაზე თამაშობდა. დაცვის ხაზში არ იყო გამოკვეთილი ლიდერი. 4 ფეხბურთელი, რომელიც მეკარესთან შედარებით ახლოს იყო აკეთებდა სწორ ხაზს, როგორც რაგბში და ქმნიდნენ ხელოვნურ თამაშგარეს. შუახაზი წარმოადგენდა რომბს, სადაც ერთი ფეხბურთელი გამოკვეთილი საყრდელი იყო. რომბის ზედა კუთხეს, სადაც ხშირად ლაუდრუპი იდგა, ეხმარებოდნენ ჩიკი და სალინასი. მიუხედავად ამისა ყველას უყვარდა პოზიციის ცვლილება და საჯარიმოს მისადგომებთან უამრავი კომბინაციის გათამაშება.

 

"ფეხბურთი მარტივი თამაშია. მოსაგებად უნდა გაიტანო გოლი, რომ მოიგო უნდა გქონდეს ბურთი. თუ ბურთს შენ ფლობ მოწინააღმდეგე გოლს ვერ გაგიტანს და თავად გაქვს შანსი გაუტანო. გააკონტროლეთ მატჩი, სულ ეს არის."

 

"ითამაშეთ მარტივად" - ამბობდა კრუიფი ვარჯიშზე  - " ამასთან მარტივი თამაში ყველაზე მარტივია. წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ ეზოში და არა მოედანზე. რატომ უნდა გააკეთო 40 მეტრიანი პასი, როცა 20იანიც საკმარისია? რატომ უნდა ჩააწოდო, იბრძოლო ჰაერში და დაიღალო, როცა შეგიძლია ბურთზე ფეხის ერთი შეხებით ყველა მცველი მოწყვიტო? დაიმახსოვრეთ, გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ადვილი გგონიათ, ყველაზე რთულია." ძნელია შედავება... 

 

"გამარჯვება მიდის და მოდის.  ფეხბურთელს კი ის სიამოვნება, რომელსაც ფეხბურთისგან ღებულობს სიკვდილამდე გაჰყვება."

 

კრუიფის მთავარი აღმოჩენა ხოსეპ გვარდიოლა იყო. გამხდარი და გალეული ბიჭი უზუსტეს პასებს არიგებდა. ახალგაზრდა პეპი გასაგიჟებლად სწრაფად აზროვნებდა..

 

წარმატება მალევე მოვიდა: პირველი ჩემპიონთა ლიგა და ჩემპიონობა საკუთარ ქვეყანაში ზედიზედ ოთხჯერ. ზედმეტსახელმაც არ დააყოვნა, dreamteam (ოცნების გუნდი).

 

"ჩემთვის ყველაზე მთავარია, მე შემიძლია ვაკეთო ჩემი საქმე. ხალხს არ მოსწონს "ბარსელონას" თამაში? არ მაინტერესებს. მთავარია მე მომწონს. რამდენიც გინდათ იმდენი ისაუბრეთ კუმანზე და მის მცველობაზე. მთავარია ის ამ გუნდს სჭირდება. მე ვიცი მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიცი როგორ გამოვიყენო. ვინც ასე არ ფიქრობს, ნუ შეიძენს მას თავისი გუნდისთვის."

 

ოცნების გუნდის მთავარ დამღუპველ მიზეზად თავად კრუიფის მიდგომას ასახელებენ. ის კანტერას მხოლოდ მაშინ იყენებდა, როცა ფეხბურთელი დაშავდებოდა ან სხვა გუნდში გადაბარგდებოდა. ასევე არ იყო კარგი ფეხბურთელებთან ურთიერთობაში. როდესაც რომარიომ გუნდის დატოვება გადაწყვიტა, კრუიფმა თქვა: "რომარიო ჭირვეულობს? წავიდეს!". თავად კრუიფი 1996 წელს წავიდა. ორი წლის თავზე, როდესაც "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანთან" სამარცხვინო მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, იოჰანი ძვლის ტვინამდე კატალონიელად დარჩა და ალბათ ვერც მოიაზრებდა, რომ მასაც დარჩა გამგრძელებელი, რომელიც ალბათ თავის დამრიგებელს აჯობებს...

 

გაგრძელება იქნება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.