”ბარსელონა” - ”რასინგი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ
პეპ გვარდიოლამ ”რასინგთან” გამარჯვების (3:0) შემდეგ თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ მეტოქე გუნდის დაცვის გასატეხად მოედანზე თავიდანვე შემტევი ფეხბურთელების უმრალესობა გამოუშვა.
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ექტორ კუპერის ”რასინგი” არის გუნდი, რომელიც მცირე საგოლე მომენტებს გაქმნევინებს, რაც მადრიდის ”რეალის” მატჩშიც გამოჩნდა, ამიტომაც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში შემტევი ფეხბურთელების უმეტესობა გამოუშვა. მოედანზე გამოვიდნენ ტიაგო, ჩავი, ინიესტა, მესი, ვილია და პედრო - სათადარიგო სკამზე დარჩნენ მასკერანო და ბუსკეტსი.
”ეს ყოველთვის რთულია. მათი თავდამსხმელი მოედნის ცენტრში თამაშობდა, კონე ტიაგოს ეთამაშებოდა” - განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მათ ”ძალიან კარგად” ითამაშეს, რადგან შექმნეს ბევრი საგოლე მომენტი მიუხედავად იმისა, რომ ”რასინგი” 10 კაცით დაცვაში იდგა.
”ბარსამ” სახლში ჩემპიონატის ყველა მატჩი მოიგო, თანაც ბურთების დიდი სხვაობით (8-0 ”ოსასუნასთან”, 5-0 ”ვილიარეალთან” და ”ატლეტიკოსთან” და 3-0 ”რასინგთან”), მაგრამ გვარდიოლა დიდ ყურადღებას იმას უთმობს, რომ პუბლიკა ”ნოუ კამპზე” დატკბეს გუნდის თამაშით და არა გატანილი გოლებით.
ლეო მესიზე საუბრისას, რომელმაც დუბლი შეასრულა პეპმა აღნიშნა, რომ მასთან საუბარი არ დასჭირვებია არგენტინაში განცდილი მარცხის შემდეგ. ”მისთვის არაფერი მითქვამს, მივეცი 10 ნომერი, მაისური და გავუშვი სათამაშოდ” - განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც არბიტრის გადაწყვეტილებაზე ყურადღება არ გაამახვილა.
პიკეს ტრავმასთან დაკავშირებით მწვრთნელს არ მოუნდა ნაკრების დადანაშაულება, სადაც წინა კვირაში მან 180 წუთი დაჰყო მოედანზე და განაცხადა, რომ ”ასეთი ხდება” და ”ბარსას” გაუმართლა, რომ პიკემ ნაკრებში სათამაშო დრო მიიღო და ფორმაში შევიდა.
შემდეგ მატჩზე საუბრისას, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ”ბარსა” ჩეხურ ”ვიქტორია პლჟენს” დაუპირისპირდება პეპმა აღნიშნა, რომ ამ მატჩში გადაწყდება 1/8 ფინალში გასვლის საკითხი. ”ამ მატჩში მოედანზე საუკეთესო შემადგენლობის გამოყვანას ვაპირებ, ჩემი შეხედულებით გუნდს, რომელიც ამ მატჩში გამარჯვებას შეძლებს. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს 2 მატჩში მოვიპოვოთ 1/8 ფინალის საგზური” - დაასრულა მწვრთნელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]