აბიდალი: "კიდევ შემიძლია "ბარსასთვის" სარგებლის მოტანა"
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა, რომელსაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, განაცხადა, რომ არ სურს ხოსეპ გვარდიოლას გუნდის დატოვება და რომ მას კვლავ შეუძლია "ბლაუგრანასთვის" ბევრი სარგებლის მოტანა.
"ძალიან მინდა კატალონიაში დარჩენა. ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და ვფიქრობ, კვლავ შემიძლია "ბარსასთვის" ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება. ძალიან მიყვარს ეს კლუბი და არ მინდა უთანხმოება ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩემს ხელფასთან დაკავშირებით შეთანხმება დადებითად დასრულდება და კონტრაქტს ერთი წლით გავახანგრძლივებ, ხოლო შემდეგ, თუ კვლავ ასეთ ფორმაში ვიყავი, კიდევ დამატებით ერთი წელიწადი ვატარებ ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს." -ციტირებს ფრანგი მცველის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
გეტყვით, რომ აბიდალმა ეს სეზონი კარგად დაიწყო და შეტევებშიც ხშირად ერთვება. "რასინგთან" გამართულ შეხვედრაში ეგრედ წოდებული "მაკრატელა დარტყმაც" შეასრულა, რომელიც მეკარემ დიდი გაჭირვებით მოიგერია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]