პელე: "თუ მესის არ უნახავს ჩემი თამაში, შემიძლია გავუგზავნო ფილმი "პელე მუდამ""
"ბარსელონას" არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ ანდრეს მესის ხშირად ადარებენ ფეხბურთის ღმერთს დიეგო მარადონას და ფეხბურთის მეფეს პელეს. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოხატა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა პელემ.
"მესის მადარებენ მე? ეს ნორმალურია, როცა სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელებს ერთმანეთს ადარებენ. თუ მესის არ უნახავს ჩემი თამაში, შემიძლია მას გავუგზავნო დოკუმენტური ფილმი "პელე მუდამ". ოდესღაც მე ეს ფილმი დიეგო მარადონასაც გავუგზავნე."- განაცხადა პელემ Globo Esporte-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ჯერ 24 წლისაა და მან უკვე ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ეს მოხდა 2009 და 2010 წლებში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "ოქროს ბურთი" წელსაც მესის დარჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]