"კლასიკო" დღის 12 საათზე?
ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იწვევს. ეს ორი გრანდი მიმდინარე სეზონში, ქვეყნის ჩემპინატის ფარგლებში პირველად 11 დეკემბერს შეხვდებიან ერთამენთს. მატჩი კვირას, 11 დეკემბერს მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართება. Point Radio-ს ცნობით შეხვედრის დრომ შეიძლება გადაიწიოს და მატჩი ესპანეთის დროით დღის 12 საათზე გაიმართოს.
თამაშის დღის 12 საათზე (ესპანეთის დრო) გადატანის იდეა ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. მოგეხსენებათ, სხვაობა ევროპასა და ამერიკა-აზიას შორის სოლიდურია. მატჩის ორგანიზატორებს კი სურთ, რომ "კლასიკო" მთელმა მსოფლიომ იხილოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]