ინიესტა: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდის შეხვედრები. კატალონიის "ბარსელონამ" სახლში "ვიქტორია პლზენი" მიიღო და ორი უპასუხო გოლიც გაუტანა. შეხვედრის უდავოდ ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავს ახლა უფრო უკეთესად გრძნობდა, ვიდრე "რასინგთან" დაპირისპირებისას.
"რასინგთან" მატჩისას კარგ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ახლა იმაზე უკეთესად ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. როდესაც ტრავმის შემდეგ გამოდიხარ მოედანზე, გინდა უფრო და უფრო კარგად ითამაშო. როცა დაზიანება აღარ გაქვს, გსურს შენი ნამდვილი ძალა აჩვენო. გუშინ ვცდილობდი მოწინააღმდეგის დაცვის ხაზისთვის პრობლემები შემექმნა და მემგონი გამომივიდა კიდეც. ანგარიშის მიუხედავად, ბრწყინვალედ ვითამაშეთ და "პლზენს" გაუმართლა მხოლოდ ორ ბურთიანი სხვაობით რომ წააგო. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას ჩეხეთში, ვხვდები, რომ ადვილი არ იქნება გამარჯვება, მაგრამ "ბარსელონა" ჩვეულებისამებრ შეუტევს და იმედია იმდენ მომენტს არ გავაფუჭებთ, რამდენიც დღეს." –ციტირებს ინიესტას სიტყვებს "უეფას" ოფიციალური საიტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]