ბალდინი: "გვარდიოლამ მითხრა, რომ "რომაში" სიამოვნებით იმუშავებდა"

ბალდინი: "გვარდიოლამ მითხრა, რომ "რომაში" სიამოვნებით იმუშავებდა"

"რომას" გენერალურმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ, განაცხადა, რომ მას ჰქონდა საუბარი კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან ამ ზაფხულს. ბალდინის თქმით, პეპმა მას მომავალში იტალიური გრანდის შესაძლო თავკაცობაზე თავისი აზრი გაუმხილა.

 

"მე საუბარი მქონდა გვარდიოლასთან. მას ვკითხე, თუ ისურვებდა "რომას" მწვრთნელობას და მან მიპასუხა, რომ შესაძლოა "მგლების" დამრიგებელი რამდენიმე წელში გახდეს. ჯერჯერობით კი, ჩვენ არჩევანი ლუის ენრიკეზე გავაკეთეთ. ჩვენი მხრიდან მისთვის კონტრაქტის შეთავაზება დიდი გამოწვევა იყო, რადგან პრაქტიკულად იტალიის დედაქალაქის მსგავს დიდ კლუბში პირველად უწევს მუშაობა. შემიძლია ვთქვა, რომ ესპანელი შესანიშნავი დამრიგებელია და როდესაც შეცდომებს უშვებს, მალევე ასწორებს მათ. იგი დიდი ტალანტის პატრონია და გარანტიას ვიძლევი, რომ მას ბრწყინვალე მომავალი აქვს. ენრიკე სულ მალე ნამდვილი, მსოფლიოს დონის მწვრთნელი გახდება." –ციტირებს ბალდინის სიტყვებს Football Italla.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.