მარადონა: "დაანებეთ მესის თავი!"
მსოფლიოს ფეხბურთის ნამდვილმა ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ, არ გააკრიტიკა ლიონელ მესი და თქვა, რომ აუცილებელია მას ხალხმა დრო მისცეს, რათა არგენტინის ნაკრებშიც ისეთ დონეზე ითამაშოს, როგორც ამას "ბარსელონაში" აკეთებს. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, ლეო ნამდვილი არგენტინელია და არ მოსწონს, როდესაც 24 წლის თავდამსხმელს კატალონიელს უწოდებენ.
"უბრალოდ დაანებეთ მას თავი! ნუ ამბობთ რომ კატალონიელია. მესი ნამდვილი არგენტინელია და ამას დაამტკიცებს კიდეც. უბრალოდ მას გარკვეული დრო სჭირდება, რათა ნაკრებშიც ისევე გამოიჩინოს თავი, როგორც "ბარსელონაში". რაც შეეხება უაზრო კომენტარებს მის შესახებ პელეს მხრიდან, ეს უბრალოდ შურს აჩვენებს და მეტს არაფერს. ბრაზილიელმა იცის და ეშინია, რომ ლეო მის სახელს გადაფარავს." –განაცხადა მარადონამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]