დიეგო: "ნეიმარისთვის უკეთესი იქნება, თუ "ბარსაში" გადავა"
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა დიეგომ ბრაზილიური "სანტოსის" ვარსკვლავს - ნეიმარს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" ურჩია.
""ბარსელონას" სათამაშო სტილის გათვალისწინებით, ნეიმარისთვის უკეთესი იქნება კატალონიურ გრანდში გადასვლა, ვიდრე "რეალში". ასე უკეთესი იქნება მისი განვითარებისთვის. რთულია ისეთი დონის ფეხბურთელების პოვნა, როგორიც ნეიმარია. ის განსაკუთრებულია."
"ახლა მისი საქმეები კარგად მიდის. მე მას ვურჩევდი, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ბრაზილიაში თამაშით, ასევე მოუსმინოს იმ ხალხის რჩევას, რომლებსაც მისთვის ნამდვილად კარგი უნდათ. ის ძალიან ნიჭიერია. ახლა დროა, რომ მსოფლიო არენაზე გაიჭრას." - ციტირებს "სანტოსის" ყოფილი ფეხბურთელის სიტყვებს ESPN.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]