პიკე და პუიოლი "მალიორკასთან" თამაშისთვის მზად არიან

პიკე და პუიოლი "მალიორკასთან" თამაშისთვის მზად არიან

პიკემ და პუიოლმა დღეს გუნდთან ერთად ნორმალური დატვირთვით ივარჯიშეს და ისინი შაბათს "მალიორკასთან" თამაშისთვის მზად არიან.

 

ალექსის სანჩესი ტრავმის მოშუშების ბოლო სტადიას გადის. რაც შეეხება პუიოლს, რომელმაც "ბარსელონას" ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, მცირე დაზიანების გამო, უკვე სრულ მზადყოფნაშია. ლაზარეთს შეელევა ჟერარდ პიკეც, რომელმაც ტრავმა სანტადერის "რასინგთან" მატჩის პირველივე წუთებზე მიიღო და უკვე 10 დღეა უქმობს.

 

დღეს "ბარსელონამ" აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით პიკემ და პუიოლმა ივარჯიშეს. ალექსისმა თანაგუნდელებთან ერთად მცირე დრო დაჰყო.

 

დღევანდელ ვარჯიშზე "ბარსა ბ"-ს რამდენიმე ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ ორიოლ როსელი, ბალიუ, კუენკა, მასიპი და ჯონათან სორიანო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.