ბოლო ვარჯიში "დეპორტივოსთან" მატჩამდე
მოგეხსენებათ დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე, კატალონიის "ბარსელონა" "დეპორტივოს" უმასპინძლებს. გვარდიოლას გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა დღევანდელ მატჩამდე. "ბარსას" ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეირამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ხოლო პუიოლმა და გაბი მილიტომ კვლავ განცალკევებით ივარჯიშეს.
მართალია "ბარსელონამ" უკვე მოიგო ლა ლიგა, თუმცა გვარდიოლა ამ მატჩს მაინც ძალიან სერიოზულად უდგება. მისი თქმით დღევანდელ თამაშში, იმ ფეხბურთელებს მიეცემათ მეტი დრო, რომლებიც სეზონის განმავლობაში იშვიათად თამაშობდნენ. დღევანდელ ვარჯიშზე სულ 24 ფეხბურთელი იმყოფებოდა.
პეპმა ძირითად გუნდთან ერთად "ბარსა ბ–ს" ოთხი ფეხბურთელი ავარჯიშა: ტიაგო ალკანტარა, ჯონათან დოს სანოტოსი, ბარტრა და ორიოლ რომეუ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]