”ბარსელონა” - ”მალიორკა”. კაპაროსი მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”მალიორკა”. კაპაროსი მატჩის წინ


”მალიორკას” მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა პარასკევს განაცხადა, რომ მის გუნდს ”ნოუ კამპიდან” 3 ქულის წაღების შანსი აქვს. თუმცა იქვე ამისთვის საჭირო პირობები დაასახელა: ”ბარსას” დამარცხება შესაძლებელია. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამის გაკეთება შეგიძლია”.

მან განაცხადა: ”იქ ამ რწმენით უნდა წავიდეთ. ვიცით, რომ გამარჯვება ძალიან რთულია, რასაც ”ბარსა” ბოლო 4 წელია აჩვენებს, მაგრამ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. უნდა ვაჩვენოთ ძლიერი გუნდური თამაში, იმედი უნდა გვქონდეს გამართლების და იმის, რომ ჩვენი მეკარე საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს. თუკი ეს არ მოხდება გამარჯვება ძალიან რთული იქნება”.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”ხიხონთან” მარცხმა მის გუნდზე არ იმოქმედა: ”გუნდი კარგ განწყობაზეა. პროფესიონალი ვალდებულია როგორც მარცხის, ასევე გამარჯვების შემდეგ ამ მოვლენას შორიდან უყუროს, რადგან პრიმერა ძალიან გრძელი ტურნირია”.

დასასრულს კაპაროსმა გვარდიოლას გუნდი შეაქო: ”არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ჩანაწერს უყურე მათი თამაშის. მსოფლიოს ნებისმიერმა მწვრთნელმა არაერთხელ ნახა მათი თამაში, მაგრამ მათი გენიალურობა და ფეხბურთელების კრეტიულობა ამას უსარგებლოს ხდის. რაც უფრო მეტ ჩანაწერს უყურებ ”ბარსას” ფეხბურთელების ტალანტი გაიძულებს თავი ძალიან პატარად იგრძნო და დაიწყო თავის დაცვა. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს გრანდებსაც ეხებათ ეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან პატარა გუნდად გამოიყურებოდა” - დაასრულა კაპაროსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.