გვარდიოლა: ”არ მსურს მესის კრიტიკაზე საუბარი”
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ”მალიორკას” განადგურების შემდეგ ჟურანლისტებს კომენტარი მისცა და კლუბის აკადემიის წარმატებაზე ისაუბრა.
”დღეს მოედანზე ბევრი ძალა დავხარჯეთ. გამოგიტყდებით და ვიტყვი, რომ არ მსურს, რომ გუნდმა ასე ძლიერად იმუშაოს და დაიხარჯოს. რაც შეეხება მესის, მასზე გუშინ ვისაუბრე, ამიტომაც დღეს ამის შესახებ აღარ ვისაუბრებ. კუენკამ ძალიან კარგად ითამაშა. ამ ბიჭმა იცის როდის გააკეთოს პასი და როდის დაარტყას. ის ძირითად შემადგენლობაში ტრავმების გამო დამკვიდრდა. მან დღეს ”ნოუ კამპზე” პირველი გოლი გაიატანა, რასაც ვულოცავ”.
”მე ვივსები სიამაყით. ჩვენი აკადემია ბოლო 3-4 წლის მანძილზე ძალიან კარგად მუშაობს. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგვადგნენ. ახლა კუენკა თამაშობს, ასევე შეიძლება ითამაშონ ბარტრამ, მუნიესამ. ახლა ისეთი დროა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს” - გვარდიოლას სიტყვებს ”as” ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]