აღდგენითი ვარჯიში
”ბარსელონამ” ”მალიორკას” განადურების შემდეგ დღეს დილით ”პლზენთან” გასამართი მატჩისთვის დაიწყო მზადება. იმ ფეხბურთელებმა, ვინც გუშინ შეხვედრა ძირითადში დაიწყეს მსუბუქად ივარჯიშეს.
მთავარი სიახლე ”პლზენთან” მატჩის განაცხადში ალექსის სანჩესის მოხვედრა იყო. ჩილელს ჯერ თამაშის უფლება არ მიუღია. ფეხბურთელი ორშაბათს ”ედენ სტედიუმზე” ივარჯიშევს, რის შემდეგაც გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ის ”პლზენთან”.
ამ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობას პედრო და აფელაი ვერ მიიღებენ. პირველი გუნდის 19 ფეხბურთელთან ერთად პრაღაში კუენკა და ოიერი გაფრინდება. დღევანდელ სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 11 ფეხბურთელი იმყოფებოდა: კუენკა, მონტოია, დეულოფეუ, სორიანო, გუსტავო, ესპინოსა, სერხი გომესი, როსელი, როდრი, არმანდო და მასიპი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]