ფეხბურთელების კომენტარები
"ბარსას" პირველი გუნდის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით, ლეო მესიმ 200-ან ნიშნულს გადააბიჯა. ახლა მის ანგარიშზე, ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი 202 გოლია.
ლეო მესი: "ძალიან ბედიერი ვარ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან რიცხვს მივაღწიე, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო."
"ჩვენ ვიცოდით "მილანის" თამაშის შედეგი და გამარჯვება გვსურდა, თუმცა ეს ძალზედ რთული მატჩი იყო, ვინაიდან "ვიქტორია" დიდ ზეწოლას ახდენდა. ეს გუნდი არც ისე ცნობილია, მაგრამ ყველანი, ვინც მონაწილეობას იღებენ ჩემპიონთა ლიგაში, რთული მეტოქეები არიან."
ვიქტორ ვალდესი: "ძალიან გახარებული ვარ დამყარებული რეკორდით და მას ჩემს ოჯახს ვუძღვნი."
"ჩვენ უკვე გავედით მომდევნო ეტაპზე, ახლა კი ახალი ამოცანის წინაშე ვდგავართ - შევინარჩუნოთ პირველობა."
დანი ალვესი: "მიხარია ვიქტორის წარმატება. მან რეკორდს მიაღწია ბევრი შრომისა და კარგი თამაშის შედეგად."
(დისკვალიფიკაციაზე) "ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა და უკან დასახევი გზა არ არსებობს, უნდა გავუმკლავდე ამას. გვარდიოლამ მითხრა, რომ უფრო ფრთხილად ვიყო."
(მესის რეკორდებზე) "მემგონი, ეს ბიჭი იმედის მომცემია." (იცინის)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]