ფეხბურთელების მატჩის შემდგომი კომენტარები

ფეხბურთელების მატჩის შემდგომი კომენტარები

გუშინ "ბარსელონა" სტუმრად "სპორტინგს" დაუპირისპირდა და სამი მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ერთადერთი გოლის ავტორმა, ბრაზილიელმა ადრიანომ განაცხადა: "ძალიან რთული მეტოქეები არიან და ისინი ადვილად არავის ნებდებიან. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ბოლომდე მოგვიწევს ბრძოლა."

 

გუშინ "სპორტინგის" კარში გატანილი გოლი, ადრიანოსთვის რიგით პირველი იყო ლიგაში, "ბარსას" მაისურით. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული გოლი სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი იყო გუნდისთვის, ბრაზილიელმა მცველმა განაცხადა: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. ეს გუნდი სტუმრებს ყოველთვის ურთულებს საქმეებს და ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გიწევს. ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა ამათ ღირდა - ჩვენ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულით ვბრუნდებით."

 

პედრო როდრიგესი: "რთული იყო ჩემს ახალ პოზიციასთან ადაპტირება. ყოველთვის ვცდილობ და ვეხმარები გუნდს."

"მოხარული ვარ თამაშით - ეს სწავლაში მეხმარება."

"ოპონენტებს ჩვენს ახალ სისტემასთან შეგუება უჭირთ."

 

ვიქტორ ვალდესი: "გუნდი ძალიან კარგია, ჩვენ ბურთს კარგად ვფლობდით."

"სწრაფად უნდა გავიაროთ ადაპტაცია, როცა სამი მცველით თამაში გვიწევს - უნდა იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია."

ბოლო სამი თამაშის განმავლობაში არ გაშვებული გოლების თაობაზე ვალდესმა განაცხადა: "ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, დაწყებული ფორვარდებით, დამთავრებული ყველა დანარჩენით."

"კარგია სანაკრებო ბატალიების წინ გამარჯვება. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, თუ როდის დავბრუნდებით."

 

ხავიერ მასკერანო: "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. გასულ წელს აქ მხოლოდ ფრე მოვიპოვეთ და "სპორტინგი" ყოველთვის უხერხული მეტოქეა."

"სხვადასხვა ტაქტიკის ცდისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ გუნდს გააჩნია რაღაც, რასაც ავტმატურად აკეთებს. ჩვენ ვვარჯიშობთ სხვადასხვა სისტემებზე თითოეული მატჩის დროს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.