"ვიქტორია" - "ბარსელონა". გვარდიოლა მატჩის შემდეგ
პრაღაში გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის მოგების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
"მთავარია, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე გავედით. ცხადია, რომ ჩვენი შეხვედრა "მილანთან" გამოავლენს ჯგუფის გამარჯვებულს. მოხარულები ვართ, რომ პლეი-ოფში გასვლა შევძელით და თადარიგში კიდევ რამდენიმე მატჩი გვაქვს. ევროთასებზე გამოსვლა რთული საქმეა, განსაკუთრებით სეზონის ამ მონაკვეთში. ცხადია, რომ ხანდახან მეტოქეს ვერ აფასებ, მაგრამ ასეთ დონეზე მოგებისთვის უამრავი ძალისხმევაა საჭირო. თუნდაც დააკვირდით "მილანის" დღევანდელ შედეგს. ასეთი თამაშები მარტივი არასდროსაა. ოდესღაც "რუბინსა" და "დინამოსთან" გამართულმა მატჩებმა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა."
მესის გოლები
"მივულოცოთ ლეო მესის მორიგი გოლები. 24 წლის ასაკში მან "ბარსას" რიგებში 202 გოლი გაიტანა და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის სესარ როდრიგესის რეკორდს გააუმჯობესებს (235), მაგრამ არ ვიცი მოხდება, თუ არა ეს მიმდინარე სეზონში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენთ თავს."
"მწვრთნელები კლუბებში იმისთვის მუშაობენ, რომ ფეხბურთელებს დაეხმარნონ. როცა "ბარსელონაში" მოვედი, შევეცადე, რომ ლიონელ მესი საჯარიმოსთან ახლოს დამეყენებია. ვიცოდი, რომ ის ცენტრში უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, მესის კარგად ესმის, რომ პარტნიორებისა და მის გარშემო მყოფი ხალხის გარეშე, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა."
ვალდესის რეკორდი
"ეს მისი დაუღალავი შრომის ნაყოფია. რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია რეინას რეკორდის მოხსნა, ამიტომ მინდა, რომ მას და მის გარემოცვას მივულოცო."
ვილიას არ ყოფნა
იმ ფაქტმა, რომ ასტურიელი ფორვარდი განაცხადს მიღმა დარჩა, უამრავი შეკითხვა გამოიწვია. "დავიდმა უამრავი მატჩი ჩაატარა ზედიზედ, ამიტომ ცოტა ხნით მისი დასვენება გადავწყვიტე."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]