გვარდიოლა: ”მესი როდრიგესის რეკორდს მოხსნის”
”პლზენთან” (4:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი მატჩის მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლამ ამ შედეგის მნიშვნელობა აღნიშნა, რამაც მის გუნდს 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოუტანა.
”მთავარია, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე გავედით. ნათელია, რომ ”მილანთან” მატჩში გადაწყდება ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა. მოხარულები ვართ, რომ 1/8 ფინალში გავედით, თანაც რამდენიმე მატჩი სათამაშო გვაქვს. ევროთასები რთული სათამაშოა, განსაკუთრებით სეზონის ამ მონაკვეთზე. ხშირად ხდება, რომ მეტოქეს ვერ დააფასებ, მაგრამ ამ დონეზე ბევრი ძალა უნდა დახარჯო მატჩის მოსაგებად” - აღიარა ”ბარსას” მწვრთნელმა.
გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ლეო მესი, რომელმაც ”პლზენთან” მატჩშო ჰეთ-ტრიკი შეასრულა ძალიან მალე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
”ლეოს ვულოცავ გატანილ გოლებს. 24 წლის ასაკში ”ბარსას” შემადგენლობაში მას 202 გოლი აქვს გატანილი, რაც ყველაფერზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის სესარ როდრიგესის (235) რეკორდს მოხსნის, თუმცა არ ვიცი მოხდება თუ არა ეს მიმდინარე სეზონში. ყველაფერი იმაზე იქნებდა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ” - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]