გუნდი სამშობლოში დაბრუნდა
გუშინ ჩეხეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონას" დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა. კატალონიელები პრაღაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ადგილობრივ "ვიქტორია პლზენს" დაუპირისპირდნენ და სოლიდური ანგარიშით იმარჯვეს - 0:4.
დაახლოებით 2 საათიანი ფრენის შემდეგ, "ბარსელონას" დელეგაციით სავსე თვითმფრინავი "ელ პრატის" აეროპორტში დაჯდა. როგორც კლუბის პრეს-სამსახური იუწყება, ფეხბურთელები "კამპ ნოუზე" ივახშმებენ. ხვალ მათ ერთ დღიანი დასვენება მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში "ბარსელონა" გალიდერდა. კატალონიელებს 10 ქულა დაუგროვდათ. მეორე ადგილზე "მილანია".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]