პატარა ბიჭუნას ოცნებები

პატარა ბიჭუნას ოცნებები


კანტერანო ისააკ კუენკა ”ბარსა ტვ”-ის სიუჟეტის მთავარი გმირი გახდა 2004 წელს, სადაც მან საკუთარ ოცნებებზე და მოედანზე მის ვალდებულებებზე ისაუბრა.

ისააკი გვიამბობს იმის შესახებ, რომ ის ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშობს, მწვრთნელი კი მას დაცვაში თამაშს თხოვს. ასევე მას თხოვენ შეტევაში სწრაფი გადაცემების გაკეთებას და ბურთის კარგად ტარებას. ის ამბობს: ”მე ძალიან მომწონს ფეხბურთის თამაში, ამიტომაც ვთამაშობ. და რა არ მომწონს ფეხბურთში? ...მე ყველაფერი მომწონს, არ არის ისეთი რამ, რაც არ მომწონს”. საკუთარი ოცნებების შესახებ ისააკი ამბობს: ”მე მსურს გავხდე პრიმერას მოთამაშე და ვიასპარეზო ”ბარსაში”. ასევე მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, დიდი ტიტულების მოგება”. ეს არის 13 წლის ბიჭის განცხადებები...

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=XSWWjcI4liQ]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.