"ახალი პედრიტო" - ჟოან ისააკ კუენკა ლოპესი

"ახალი პედრიტო" - ჟოან ისააკ კუენკა ლოპესი

მოგესალმებით! მსურს შემოგთავაზოთ სტატია ისააკ კუენკაზე, რომელიც წლეულს გამოჩნდა ასპარეზზე "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით და სულაც არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება. მეტიც, მან რამდენიმე შეხვედრაში 90 დაჰყო მოედანზე და გოლებიც გაიტანა. ის სულ რაღაც 20 წლისაა და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი გამოჩენა ძალიან ჰგავს პედრო როდრიგესის დებიუტის პერიოდს "ბარსელონაში". ვნახოთ, იქნებ მასზე უკეთესიც გამოდგეს ისააკი.

 

ჟოან ისააკ კუენკა ლოპესი დაიბადა 1991 წლის 27 აპრილს, კატალონიის ქალაქ რეუსში. მისი საფეხბურთო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 2001 "ესპანიოლის" აკადემიას მიაკითხა, თუმცა მალევე, 2003 წელს მიაშურა "ლა მასიას". ისააკმა სამი წელი დაჰყო "ბარსაში" და შემდეგ მშობლოიური ქალაქის გუნდში, "რეუსშუ" გადავიდა, 2წლის შემდეგ "დამში" და 1 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა "ბლაუგრანას". 2010 წელს იგი ჩაირიცხა "ბარსა ბ"-ში და 6 მატჩში 2 გოლი შეაგდო, რის შემდეგაც ნახევარი წლით გაანათხოვრეს "საბადელში" და იქ 32 მატჩში 6 გატანილი ბურთით გამოიჩინა თავი. როგორც იქნა, წელს დაბრუნდა კუენკა "ბარსაში" და პეპ გვარდიოლამ იგი ძირითად გუნდთან ძალიან დაახლოვა. 7-ჯერ მოირგო "ლურჯ-ბროწეულისფერი" ფორმა პეპის გუნდში და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

 

ისააკ კუენკა მართლაც შესანიშნავ მატჩებს ატარებს წლეულს.  არის ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მთავარია, არის უკომპლექსო. არ აშინებს მას პუბლიკა, მსაჯები, მეტოქეთა მცველები, იგი უდარდელად და ლაღად იღებს სიამოვნებას ფეხბურთისგან. სწორედ ასეთი იყო პედრო როდრიგესი, როცა გამოჩნდა ძირითად გუნდთან, ხოლო შემდეგ მიაღწია უამრავ რამეს, მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და ევროპის სუპერ-თასები, ლა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. იმედი ვიქონიოთ, რომ იგივეს შეძლებს ისააკი "ბარსელონასთან" ერთად, რადგანაც ამის ყველანაირი წინაპირობაა.

 

კუენკამ პირველი გოლი გაიტანა "მალიორკას" წინააღმდეგ მატჩში. იმ შეხვედრაში კატალონიელებმა 5:0 იმარჯვეს. საკმაოდ სახიფათო და აქტიური იყო 20 წლის მოთამაშე და ამან შედეგიც გამოიღო. კუენკას თემა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ "ბარსელონას" მთავარი კოზირი საკუთარი კანტერის ხალხშია და არა ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავებში. ბოლო წლებში კატალონიურმა აკადამიამ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა მსოფლიოში, რადგანაც სწორედ მისი "გამოგონებანი" არიან ჩავი, მესი, ინიესტა, პუიოლი, ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ტიაგო, პედრო, ფაბრეგასი, ფონტასი და ისააკ კუენკა. იმედია, მომავალ წელს პერსპექტიულ ახალგაზრდას ძირითად გუნდში ვიხილავთ!

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=yZEKIVy-Ofo]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.