იბრაჰიმოვიჩი: "ვნახოთ რას იზამს გვარდიოლა, როდესაც შევხვდებით"
ცნობილმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გაკრიტიკება უკვე კლუბიდან წასვლის შემდეგ დაიწყო. ახლა კი შვედი თავდამსხმელის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, სადაც მან კიდევ ერთხელ გალანძღა პეპი.
ამის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩმა კვირას გამართული მატჩის შემდეგ, სადაც "მილანმა" "კატანია" 4:0 გაანადგურა, განაცხადა, რომ ზუსტად ორ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურის შეხვედრისას, სადაც მისი გუნდი "ბარსას" დაუპირისპირდება, იგი გვარდიოლას მშვიდად და ლამაზად შეხვდება და ძალიან აინტერესებს ესპანელი დამრიგებლის რეაქცია.
"როდესაც "ბარსელონა" მილანში ჩამოვა, "სან–სიროზე" ხოსეპს კეთილად შევხვდები და ვნახოთ იგი რას იზამს."
როგორც მოგეხსენებათ, ზლატანს აქამდე "ლურჯ–ბროწეულისფერების" დატოვების შემდეგ, არასოდეს უთამაშია მათ წინააღმდეგ. წინასაჩემპიონო მზადებისას მან გარკვეული მიზეზების გამო ვერ მაოხერხა მოედანზე გასვლა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, შვედ–ბოსნიელ–ხორვატმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიმიზეზა და ვერ დაეხმარა თავის გუნდს "კამპ–ნოუზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]