პეპი: "მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, რაც მან "ბარსასთვის" გააკეთა"

პეპი: "მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, რაც მან "ბარსასთვის" გააკეთა"

დიდი აურზაური მოჰყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიას. როგორც მოგეხსენებათ, იტალიური "მილანის" ბოსნიელი თავდამსხმელი თავის წიგნში კატალონიის "ბარსელონას" და მის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს და ჩირქს ცხებს. როდესაც "ლურჯ–ბროწეულისფერთა" დამრიგებელს ამის შესახებ ჰკითხეს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა პროფესიონალიზმი და მშვიდად, წყნარად გასცა იბრას პასუხი.

 

"მე არაფერი პირადული არ მაქვს სათქმელი იბრაჰიმოვიჩისთვის. უბრალოდ მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც "ბარსასთვის" გააკეთა. იგი დაგვეხმარა პრიმერა დივიზიონში 99 ქულით პირველი ადგილის დაკავებაში და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე მიღწევაში. ამის მეტი არაფერი მაქვს სალაპარაკო." –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური პრესა.

 

როგორც მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონაში" 1 სეზონი ჩაატარა და 29 ოფიციალურ შეხვედრაში 16 გოლის გატანაც მოახერხა. ამის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემების გამო "მილანში" გადაბარგდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.