"ოსპიტალეტი"–"ბარსელონა". ინიესტა და პინტო მატჩის შემდეგ

"ოსპიტალეტი"–"ბარსელონა". ინიესტა და პინტო მატჩის შემდეგ

გუშინდელი "კოპა დელ რეის" 1/16 ფინალის დაპირისპირების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ და ნახევარმცველმა და ერთადერთი გოლის ავტორმა ანდრეს ინიესტამ, კომენტარები გააკეთეს.

 

როგორც მოგეხსენებათ, პინტოს კვლავ დასდეს ბრალი მსაჯის სასტვენის იმიტაციაში, რაზეც მეკარე ძალიან გამწარდა და ნამდვილად ეწყინა ეს ფაქტი. მისი თქმით, როდესაც სტადიონზე ვიღაც დაუსტვენს, ყველა მას უყურებს და სდებს ბრალს. რაც შეეხება ინიესტას, მან უშუალოდ მატჩზე ისაუბრა და ასევე ორი სიტყვით შეეხო მადრიდის "რეალის" კარგ ფორმაში ყოფნასაც.

 

პინტო: "ძალიან მწყინს, როდესაც მოედანზე ვიღაც დაუსვტენს და ყველა ჩემკენ იშვერს ხელს. რა თქმა უნდა ეს გასაბრაზელებია, მაგრამ ჯანდაბას, დაე ასე მაინც გამიხსენონ ხოლმე როდესაც კარიერას დავამთავრებ, მოედანზე მსაჯის მაგივრად უსტვენდაო."

 

ინიესტა: "ყოველ გატანილ გოლს თავისი მნიშვნელობა აქვს. დღეს ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ ჩემი ზუსტი დარტყმულით ერთი ნაბიჯი გადავდგით 1/8 ფინალში გასვლისათვის. ასევე ნამდვილად აღსანიშნავია მეტოქის გოლკიპერის ბრწყინვალე თამაში. მან რამდენიმე ეპიზოდში აშკარად იხსნა თავისი გუნდი. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ისინი "ლა ლიგას" ლიდერობენ, რადგან თავიანთ საქმეს კარგად ართმევენ თავს. ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ "ბარსელონა" დღეისათვის საუკეთესოა." 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.