პედრომ ვარჯიში განაახლა
პედრო როდრიგესი, რომელიც ტრავმირებული იყო, გუშინ მოედანს დაუბრუნდა და ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშა. ასევე მასთან ერთად იყვნენ პინტო, მაქსველი და ფონტასიც, რომლებიც არ იქნენ გამოძახებული ნაკრებში.
ნაკრებების თამაშების გამო, გუშინ "სიუტატ ესპორტივა" პრაქტიკულად ცარიელი გახლდათ. ბარსელონაში მხოლოდ სამი ჯანმრთელი ფეხბურთელი დარჩა: პინტო, მაქსველი და ფონტასი. რაც შეეხება პედროს, მან ჯერ მოედანზე ბურთთან ერთად ივარჯიშა, ხოლო შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა. როგორც მოგეხსენებათ, მან დაზიანება 25 ოქტომბერს, "გრანადასთან" მატჩში მიიღო და იმის შემდეგ არ უთამაშია.
დღეიდან, კატალონიაში მყოფ ფეხბურთელებს, ორშაბათამდე დასვენების საშუალება აქვთ და ისინი ამ დროს კარგად გამოიყენებენ, როგორც გართობისათვის, ისე დამშვიდებისა და დაწყნარებისათვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]