ინიესტა და პედრო ჯგუფთან ერთად, მესი განცალკევებით
ერთ დღიანი დასვენების შემდეგ "ბარსელონამ" ვარჯიში განაახლა და "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩისთვის მზადება დაიწყო. სასიხარულოა, რომ "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს ინიესტამ და პედრომ, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ.
აღდგენითი ვარჯიშები გააკეთა სერხიო ბუსკეტსმაც. რაც შეეხბა ლიონელ მესის, მან გუნდისგან განცალკევებით, სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშა.
დღევანდელ ვარჯიშზე გამოცხადდნენ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები: დოს სანტოსი, ტელიო, სერხი რობერტო, დეულოფეუ, მონტოია, ბარტრა და მუნიესა
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]