ვილიამ დაადასტურა, რომ ტკივილით თამაშობს

ვილიამ დაადასტურა, რომ ტკივილით თამაშობს


დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრების იმ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა, რომლებმაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის ”ფურია როხას” ფორმა წარადგინეს.

”ელ გუახემ” არც კი ისურვა იმ სულელურ ჭორზე პასუხის გაცემა, რომლის თანახმადაც თითქოს ლეო მესის და დავიდს ცუდი ურთიერთობა აქვთ. ეს ინფორმაცია მართლაც ტყუილი აღმოჩნდა, ვილიამ კი წვივის ძვალის ტკივილზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში მას ყველაზე მეტად აწუხებს.

მე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სიმართლე რო ვთქვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წვივის ძვალში ტკივილს ვგრძნობ. არ მინდა ვთქვა, რომ ეს თამაშის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ დისკომფორტს განვიცდი. იმედი მაქვს, რომ ტკივილი მალე გამოვლის” - ახსნა ”ბარსას” ასტურიელმა თავდამსხმელმა.

ასევე მან შეგვახსენა, რომ ”უემბლიზე”, სადაც მისი ნაკრები დღეს ინგლისს შეხვდება მას კარგი მოგონებები დარჩა, რადგან ”ამ სტადიონზე კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე”. დავიდი გასულ წელს, ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გატანილ გოლზე საუბრობდა.

ამას გარდა ესპანეთის ნაკრები ტრავმის გამო ხავი მარტინესმა დატოვა. ის გამოტოვებს ინგლისთან და კოსტა რიკასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებს. დელ ბოსკემ მის ნაცვლად ნაკრებში სხვა ფეხბურთელს არ უხმო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.