ვილია: "ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი "უემბლიზე" გავიტანე"
დავიდ ვილია "ალავესთან" შეხვედრაში გამორჩეული მოთამაშე იყო, სადაც მან კარიერაში მე–300 და 301–ე გოლების გატანა მოახრეხა. აქედან 40 მას "ბარსას" მაისურით აქვს გატანილი. "ბარსა ტვ"–ს გადაცემა "El Marcador"–თან საუბრისას მან განაცხადა: "როდესაც შენ ციფრებს უყურებ ფიქრობ, რომ კარგი სამუშაო გაწიე და ამაყი ხდები. მე რამდენიმე ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. საუკეთესო "ვალენსიას" რიგებში გავიტანე, როდესაც "დეპორტივოს" კარი საკუთარი ნახევრიდან დავლაშქრე. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გავიტანე. ასევე ძალიან მიყვარს გოლის თავით გატანა, რადგან ეს ჩემი ძლიერი მხარეა".
მოხარულია 90 წუთის თამაშის გამო
გოლების გარდა ვილია ასევე მოხარულია იმის გამო, რომ გუშინდელ შეხვედრაში 90 წუთის გატარება შეძლო მოედანზე: "სრული მატჩი დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა ჩატარებული, ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მე სრულად აღვიდგენი ფორმა და თავს დიდებულად ვგრძნობ. ორშაბათის შემდეგ პრობლემების გარეშე ვარჯიშობ".
"გუშინდელ შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა. პირველ ტაიმში ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. მეტოქის პატივისცემა გამოიხატება იმაში, რომ მას სერიოზულად მიუდგები. პირველ შეხვედრაში შეტევაში ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ".
"ბარსა" – მისაბაძი მაგალითი
ბოლოს ვილიამ განაცხადა, რომ აფასებს გულშემატკივრების მხარდაჭერას და იცის, თუ როგორი განსაკუთრებულია "ბარსა": "დღევანდელ ფეხბურთში უამრავი ფული იხარჯება. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ 11 კანტერანო თამაშობდა გუნდის შემადგენლობაში. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. ეს მისაბაძი მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]