გვარდიოლა ბრეშიაში ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად წავიდა

გვარდიოლა ბრეშიაში ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად წავიდა


პეპ გვარდიოლამ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ბრეშიაში გაემგზავრა, რათა სხვა საქმეებთან ერთად ”სკაუტად” წაიმუშავოს.

პეპ გვარდიოლა უქმე დღეებს ბრეშიაში გაატარებს, სადაც ”ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ის 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ამ დროის მანძილზე ის ”ბრეშიას” ღირსებას იცავდა. გვარდიოლა ძალიან კარგ ურთიერთობას ინარჩინებს კლუბის პრეზიდენტთან, ლუიჯი კორიონისთან და კლუბის მენეჯერთან, უდუარდო პიოვანისთან, რომელიც მიწვეული იყო პეპ გვარდიოლას დაბადების დღის წვეულებაზე, გვამცნობს გამოცემა ”Brescia Oggi”.

პეპ გვარდიოლა იტალიაში მხოლოდ ძველი მეგობრების სანახავად არ წასულა, ის ასევე შეხვდება ”ინტერის” პრეზიდენტს, მასიმო მორატის და დააკვირდება რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესს კვირას გასამართ შეხვედრაში - ”ბრეშია” - ”ასკოლი”.

იტალიური პრესის ინფორმაციით პეპ გვარდიოლა ძალზედ დაინტერესებულია ”ბრეშიას” ახალგაზრდა მეკარით, ნიკოლა ლეალით, რომელსაც მწვრთნელი მომავალში ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მოიაზრებს. მეკარა ახლა მხოლოდ 18 წლისაა და ის 19 წალმდელთა იტალიის ნაკრებში თამაშობს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის საქმეში ნახვაც სურს პეპს ცენტრალური ნახევარმცველი, ბარტოშ სალამონია. ის კარგი შესაძლებლობების ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ბურთის ართმევა და მეტოქე გუნდის გადაცემების ჩაჭრა.

გვარდიოლა ასევე მოინახულებს გუნდს და მწვრთნელს. ”ბრეშია” ამჟამად იტალიის მეორე დივიზიონის შუა ნაწილში იმყოფება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.