ვალდესი: "ის, რაც ითქვა ჩემსა და გვარდიოლას შორის საიდუმლოა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, განაცხადა, რომ შეუძლებელია დაივიწყო ის წუთები, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის საფინალო სასტვენის შემდეგ იყო. შეგახსენებთ, რომ ფინალში "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
საფინალო სასტვენის შემდეგ ვიქტორ ვალდესი სწრაფად გაეშურა პეპ გვარდიოლასკან, რომელსაც თბილად გადაეხვია და რაღაც გადაუჩურჩულ–გადმოუჩურჩულეს ერთმანეთს.
"ის მე იმდენად ემოციურად ჩამეხუტა, რომ... ამ მხირვ პეპი საერთოდ არ ჰგავს ფრენკ რაიკაარდს. ორივეს ყოველთვის სჯეროდა ჩემი. გვარდიოლამ მე ისეთი რაღაც მითხრა, რომ თავს ამაყად და უბედნიერესად ვგრძნობდი. თუმცა ის, რაც ითქვა ჩემსა და გვარდიოლას შორის საიდუმლოდ დარჩება". დაასრულა ვიქტორ ვალდესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]