გუარდიოლას მწვრთნელობისას 11 კანტერანოს ქონდა დებიუტი

2 სეზონის განმავლობაში რაც გუარდიოლამ ”ბარსელონაში” გაატარა მთავარი მწვრთნელის რანგში მან შანსი მისცა 11 კანტერანოს ძირითად გუნდში სათამაშოდ. პიველი სერხიო ბუსკეტსია, ბოლო მარკ ბარტრა.
გუარდიოლა ”ბარსას” პირველ გუნდში 2008 წელს ”ბარსა ატლეტიკიდან” მოვიდა და ის კარგად იცნობდა კანტერანოებს. პირველი დებიუტანტი ბუსკეტსი იყო, რომელიც ძალზედ წარმატებულად ასპარეზობს პირველ გუნდში. ბევრს მასში ეჭვი ეპარებოდა მაგრამ კარგი თამაშით ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც კი მოხვდა. პეპი ამაზე არ შეჩერდა. ბუსკეცის შემდეგ დებიუტი ჰქონდათ ბოტიას, აბრაჰამს და ხავი ტორესს. თუმცა მათ სერხიოს გზა ვერ გაიმეორეს. ჯონათან დოს სანტოსმა და ტიაგომ ძალიან რთული სეზონი ჩაატარეს. საქმე ისაა რომ მათ ორ გუნდში უწევდათ ასპარეზობა. მათი სიტუაცია ძალიან გავს პედროს შარშანდელ სიტუაციას და იმედი ვიქონიოთ მომავალ სეზონში ისინი პედროსავით გაიბრწყენენ.
წყარო: barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]