ნეიმარი: "მესი "სანტოსისთვის" პელე იქნებოდა"
ბრაზილიელი ნეიმარი თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას იმის შესახებ, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. "სანტოსის" თავდამსხმელი მხოლოდ აცხადებს, რომ ლიონელ მესი მის გუნდში რომ თამაშობდეს, იგი ისე იქნებოდა, როგორც პელე. ახალგაზრდა ვარსკვლავის თქმით, ლეოს ცოტა შეცვლა მოუწევდა, როგორც ხასიათის მხრივ, ისე თამაშის, თუმცა ის ამას მოახერხებდა.
"ლიონელ მესი "სანტოსისთვის" ახალი პელე იქნებოდა. ის ჩვენთან რომ თამაშობდეს მართლაც ბრწყინვალე იქნებოდა. მას მოუწევდა ცოტათი შეცვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ლეო ამას მოახერხებდა." –განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ეს კომენტარი რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა, რაც პელემ თქვა, რომ ნეიმარი მესის, ხოლო "სანტოსი" "ბარსელონას" ჯობს და ისინი უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე კატალონიელები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]