პელე: "მესი ახლა საკუეთესოა"

პელე: "მესი ახლა საკუეთესოა"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე აცხადებს, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის, მარადონასა და ზიკოს მსგავსი სათამაშო სტილი აქვს.

"ჩემი და მესის შედარება? მესი ახლა საუკეთესოა. მას მარადონასა და ზიკოს მსგავსი სტილი აქვს.

ჩემს შემდეგ "სანტოსის" საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია? ნეიმარი კარგია, თუმცა რამდენ გოლს იტანს თავით...? ვასკონსელოსი 10-ჯერ უკეთესი იყო.

ვინ იქნებოდა ყველა დროის საუკეთესო, რომ არ ვარსებობდე? ასეთი ბევრია... პაულო რობერტო ფალკაოს მარადონას, კრუიფისა და მესის დონეზე დავაყენებდი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.