ხორხე მესი: ”ვერ წარმომიდგენია ”ბარსელონა” გვარდიოლას და ლეოს გარეშე”

ხორხე მესი: ”ვერ წარმომიდგენია ”ბარსელონა” გვარდიოლას და ლეოს გარეშე”


არგენტინელი ფეხბურთელის მამამ, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ მისი შვილი ”ბარსელონას” არასდროს დატოვებს.

ხორხე მესი მომავალ კვირას ბარსელონაში ჩაფრენას გეგმავს. მისი შვილის გუნდს ”ელ კლასიკო” ელის, ასევე საკლუბო ჩემპიონატზე თამაში. მამას სურს, რომ შვილთან ახლოს იყოს და დახმარება გაუწიოს.

აი რა განაცხადა ხორხემ ”Cadena Cope”-თან საუბრისას: ”ლეო ითამაშებს ”ბერნაბეუზე”. ”ბარსა” მადრიდში სხვაობის შესამცირებლად მიდის. პრიმერა ძალიან გრძელი ტურნირია და წინ ბევრი მატჩია ჩასატარებელი. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემი სიტყვებია, მაგრამ ფეხბურთელებმაც ასე უნდა იფიქრონ. ყოველ შემთხვევაში ახლა ”ბერნაბეუზე” გასამართ მატჩზე სასაუბროდ დრო არ არის. ამ მატჩის წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია, რომელშიც გუნდმა გამარჯვებები უნდა მოიპოვოს”.

ლეოს მომავლის შესახებ მან განაცხადა: ”მე ვერ წარმომიდგენია ”ბარსელონა” მესის და გვარდიოლას გარეშე, რადგან პეპის აქ მოსვლის შემდეგ გუნდმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ჩემი შვილის შესახებ კი უამრავჯერ მისაუბრია. მას კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” სურს. ცხოვრება შეიძლება ისე შემობრუნდეს, როგორც არავინ ელის, მაგრამ ლეოს ”ბარსაში” მთელი ცხოვრების გატარება სურს”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.