ხორხე მესი "პსჟ-ს" ინტერესზე საუბრობს
ლიონელ მესის მამამ ხორხე მესიმ "ლ'ეკიპის" გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.
"მე გავიგე ეს ჭორები და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ლეო "ბარსელონას" ფეხბურთელია და ის ბედნიერია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც შენით ასეთი კლუბი ინტერესდება და სურს გადაიხადოს ამხელა თანხა, მაგრამ ლეოს მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს."
"ჩვენ რაც გვაღელვებს ეს ახალი კონტრაქტია. კლუბი დაგვიკავშირდა და ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზა. ჩვენც დავთანხმდით. ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა გასარკვევი. ფეხბურთსი ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩემი შვილი "პსჟ-ში" არ გადადის."- დაასრულა ხორხე მესიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]