გუნდის განაცხადი ცნობილია

გუნდის განაცხადი ცნობილია

გუნდის განაცხადში 18 ფეხბურთელი მოხვდა. ერთ-ერთი მთავარი დანაკლისია ალბა, რომელსაც ტრავმა აქვს და უსაფრთხოების მიზნით დაისვენებს. "ანოეტაზე" ასევე ვერ ითამაშებენ აფელაი, პუიოლი, სერხი რობერტო, კუენკა და ოიერი.

"ბარსამ" დღეს "სიუტატ ესპორტივაზე" ივარჯიშა. კუენკა განცალკევებით ვარჯიშობდა, ალბამ კი სპეციფიკური სამუშაოები შეასრულა სპორტულ დარბაზში, თუმცა მან სავარჯიშო სესიის დაწყებისას გუნდთან ერთად მოუსმინა მარტინოს ლაპარაკს.

გუნდი სას სებასტიანში ორშაბათს დილას გაფრინდება.

გუნდის განაცხადი: ვალდესი, პინტო, პიკე, მონტოია, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, მაშერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ტელიო, ადრიანო და დანი ალვესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.