არავინ აპირებს წასვლას

ჟუან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის სურვილი იყო გაეძლიერებინა გუნდი ვილას ყიდვით და თუ ვინმეს სურს დატოვოს კლუბი, მის თხოვნა მოუსმენენ და განიხილავენ.
ტურეს წინადადება
ლაპორტამ დეტალურად ახსნა კოტ–დიუარელის მდგომარეობა და მომავალი: "ტურე დიდი ფეხბურთელია ,მან ბევრი გააკეთა გუნდისათვის და ამიტომ ჩვენ გვინდა მასთან თანამშრომლობა დიდი ხნით. მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ისაუბრა ტურეს სხვა გუნდში შესაძლო გადასვლაზე, რადგან იგი უკმაყოფილოა სათამაშო დროის ნაკლებობით. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოთავაზებას ამ ფეხბურთელის შესახებ სხვა კლუბებიდან.
პრეზიდენტმა ილაპარაკა ასევე ცესკ ფაბრეგასის შესახებაც.
ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი არ შეცვლის თავის პოზიციას, რომელიც დიდი ხანია უჭირავს: ’’ ჩვენ არ გადავიხდით მოთამაშეებში მათ რეალურ ფასზე მეტს.ჩვენ ძალიან გვინდა ცესკის ყიდვა, მაგრამ არ გადავიხდით მასში კოლოსალურ თანხას. თუ იგი შეძლებს გადმოსვლას ნორმალური საბაზრო ფასით, მაშინ ჩვენ ძალ–ღონეს არ დავიშურებთ მის გადმოსაყვანად". ლაპორტამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება "არსენალის" ხელმძღვანელობასთან დაწყებულია. "ძალიან მნიშვნელოვანია ,რომ ფეხბუთელმა თვითონ გამოთქვა ჩვენთან გადმოსვლის სურვილი,"–განაცხადა ლაპორტამ.
"ბრაჰიმოვიჩი"
მე არა მაქვს არავითრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზლატანს უნდა "ბარსადან" წასვლა,–განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა." ჩვენ არა ვართ მისი თამაშით იმედგაცრუებულნი. მან ჩაატარა ნორმალური სეზონი და მოუტანა გუნდს დიდი სარგებლობა, როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.ჩვენ მისით კმაყოფილები ვართ, რადგან მან სწრაფად გაიარა დაპტაცია.
ინფორმაციის წყარო: barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]