ლაპორტა: ,,ჩემი ნება რომ იყოს, ტურე ყოველთვის ითამაშებდა ,,ბარსელონაში’

მარკა იტყობინება, რომ 28 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ ,,ბარსელონასა’’ და ,,მანჩესტერ სიტის’’ წარმომადგენლები, რათა ემსჯელათ იაია ტურეს ინგლისურ კლუბში გადასვლის შესახებ.
როგორც შეგვატყობინა ,,ბარსელონას’’ პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ, ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა: ,,რომ ტურეს სურვილია, დატოვოს ,,ბარსელონა’’. ამასთან დაკავშირებით ლაპორტამ თქვა, რომ ისინი განიხილავენ ყველა დაინტერესებული კლუბის წინადადებას.
,,ჩვენი მიზანია- შევინარჩუნოთ გუნდის შემადგენლობა და გავაძლიეროთ ორი მოთამაშით. ჩვენი დავალება სანახევროდ შესრულებულია, უკვე შევიძინეთ დავიდ ვილია. რაც შეეხება ტურეს,ჩემი ნება რომ იყოს, მას ყოველთვის ვათამაშებდი ,,ბარსაში’’, რადგან მსოფლიოში ცოტაა ტურესნაირი მოთამაშეი. ტურე მინდორზე ისე ხშირად არ გამოდის როგორც მას სურს და ეს იწვევს მის შეშფოთებას’’- თქვა ლაპორტამ.
წყარო:barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]