გახარებული მესი და გიგანტური გასაღები

გახარებული მესი და გიგანტური გასაღები

ლიონელ მესის, დღევანდელი მატჩის შემდეგ გადაეცა სპეციალური პრიზი "ტოიოტასგან", როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს. ეს ჯილდო არის გიგანტური გასაღები და ახალი მანქანა. ამის შემდეგ, არგენტინელი ძალიან გახარებული იყო და ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცა.

 

"ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. რაც შეეხება ამ ჯილდოს, გამიმართლა მე რომ მერგო წილად. დიდი მადლობა, თუმცა მთავარი ინდივიდუალური პრიზები არაა. მთავარია ის, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩვენი მთავარი წარმატების გასაღები არის ყოველთვის მონდომებით თამაში და ბოლომდე დახარჯვა. მწვრთნელი შესანიშნავად გვარიგებს და უბრალოდ უფლება არ გვაქვს მას იმედები გავუცრუოთ ხოლმე. აუცილებელია ბურთი ვაკონტროლოთ და თავად ვაკონტროლოთ მატჩი. საერთოდ, ისეთი თანაგუდნელები მყავს, რომ მათთან ერთად რამის გაკეთება ორმაგად ადვილია. რაც შეეხება ნეიმარს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტა ხანი ვესაუბრე კიდეც." –განაცხადა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.