თასი მუზეუმშია

თასი მუზეუმშია

ტიტული, რომელიც "ბარსელონამ" მოიგო, კლუბის მუზეუმშია. შეგახსენებთ, რომ საკლუბო მუნდიალის ფინალში კატალონიელებმა ბრაზილიური "სანტოსი" დაამარცხეს, ანგარიშით 4:0.

 

სამშაბათიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი მუზეუმში ინახება. ტიტული, რომელიც წარდგენილი იყო პრეზიდენტის ლანჩზე, სხვა თასებთან ერთად არის (ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ-თასი, ლა ლიგა, ევროპის სუპერ-თასი). ამ ლანჩს ესწრებოდნენ კლუბის სხვა წევრებიც.

 

"ბარსელონამ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო კვირას იოკოჰამაში, იაპონიაში. მათ ფინალში "სანტოსი" დაამარცხეს 4:0. ეს კატალონიელთათვის მეორე საკლუბო მუნდიალის თასია. მათ 2009 წელსაც მოიგეს ეს ტურნირი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.