"ბარსა"–"ოსპიტალეტი". გვარდიოლა მატჩის წინ

"ბარსა"–"ოსპიტალეტი". გვარდიოლა მატჩის წინ

 

ხოსეპ გვარდიოლამ გულშემატკივრებს ურჩია, რომ არ ინერვიულონ მის მომავალზე "ბარსელონაში". პეპმა ასევე ამცნო ფეხბურთელებს საფრთხეებზე, რომლებსაც სავარაუდოდ ისინი გადაეყრებიან "ოსპიტალეტთან" მატჩში.

 

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად არაფერი თქმულა ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, იგი დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე მაინც შეეხო ამ თემას. მან თქვა, რომ თასების მოგება საერთოდ არ წყვეტს იმას, დარჩება თუ არა იგი გუნდში.

 

"ხალხი მშვიდად უნდა იყოს. მე ვიცი რასაც ვაკეთებ და ძალიან კარგად ვხვდები როდის უნდა მოხდეს ეს ფაქტი. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ამის თაობაზე სანდრო როსელის შევატყობინებ და ყველაფერს გავარკვევთ. ისე კი, თასების მოგება არანაირად არ წყვეტს გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს."

 

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე "ოსპიტალეტთან". გვარდიოლა ხვდება, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების  შემდეგ ცოტა ძნელი იქნება ესპანეთის თასზე ფიქრი, თუმცა ფეხბურთელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ ეს შეხვედრა და თავები არ დაზოგონ.

 

"ჩვენ ახლა ვთამაშობთ იმისათვის, რათ არცერთი ტურნირიდან არ გამოვვარდეთ. აუცილებელია, რომ ფეხბურთელებმა ამ მატჩს სერიოზულად შეხედონ და გააკეთონ ყველაფერი, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ."

 

გვარდიოლამ გამოიყენა შანსი და ისაუბრა მოურინიოს კომენტარზეც. როგორც მოგეხსენებათ, ჟოზემ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

 

"მადრიდელთა მწვრთნელს მოლოცვა სურდა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ. რასაც იგი იძახის, ყოველთვის ზედმეტად დიდი ყურადღება ექცევა, არა და ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. მან თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი და მართალიცაა." 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.