"ბეტისი"–"ბარსელონა", გვარდიოლა მატჩის წინ
კატალონიის "ბარსელონას" მტავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, მიუხედავად "ბეტისთან" პირველ რაუნდში მოგებული 5–0–ისა, მაინც ფიქრობს რო მის გუნდს არ ელის ადვილი მატჩი:
" მე ვფიქრობ, რომ ოპონენტი ძლიერია, რასაც აუცილებლად ვნახავთ. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მათ ნამდვილად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემები შეგვიქმნან. უნდა შევქმნათ ბევრი საგოლე მომეტები და კარგი თამაში ვითამაშოთ. ჩვენ არაფერის დავიცავთ, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ," განაცხადა პეპმა პრეს–კონფერენციაზე.
" რომელიმე სხვა გუნდთან შეიძლება ძირითადი მოთამაშეები დაასვენო, მაგრამ არა "ბეტისთან". ჩვენ წინა მატჩი ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალინდელ მატჩს სერიოზულად არ მოვეკიდებით," განაცხადა პეპმა.
მადრიდის "რეალის" 4 ქულით ჩამორჩენაზე პეპმა განაცხადა: " თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ მეორე წრეს ისე ვითამაშებთ, როგორც პირველს კარგია, მაგრამ ამის გარანტიას არავინ მოგვცემს. მათ ფარ–ხმალი ჯერ არ დაუყრიათ, ისინი ყოველთვის გაგვიწევენ კონკურენციას."
ბოლოს "ბლაუგრანას" მწვრთნელმა მსაჯ, კლოს გომესზე გააკეთა კომენტარი , რომელმაც წინა სეზონში წუთებში მოიტყუა: " ეს წარსულია და ვერაფერს შევცვლით," დაასრულა პეპმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]