გვარდიოლას კუენკას იმედი აქვს
კატალონიური ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ კლუბი შეძლებს ისააკ კუენკას გუნდში დატოვებას. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში ეწურება, ხოლო მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.
”მთელი წლის განმავლობაში კუენკას თამაში იდეალური იყო” - განაცხადა გვარდიოლამ. ”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუკი ის საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტს მოინდომებს, მაშინ ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]