ფაბრეგასი:"2012 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"

ფაბრეგასი:"2012 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"

კატალონიის "ბარსელონას" 24 წლის ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება იგი 2012 წელს. ფაბრეგასის თქმით მას ყველაზე ძალიან ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რაც ლონდონის "არსენალში" თამაშის დროს ვერ შეძლო:

 

" 2012 წელს ძალიან მინდა "ბარსელონასთან" ერთად ტიტულების მოგება. ყველაზე ძალიან ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, შემდეგ კი ლა ლიგის. ჩემი აზრით, სხვა ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ," განაცხადა ცესკ ფაბრეგასმა.

ცესკმა ლა ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს,  "ფურია როხას" ღირსება  მან 62 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.